თინა ბოკუჩავა - აქციებზე ბოლო დეტალები დასაზუსტებელია, თუმცა ვთანხმდებით, რომ კვლავ დავაანონსებთ, რათა მოქალაქეები ნიჰილიზმს არ მიეცნენ

აქციებს კვლავ დავაანონსებთ, იმისათვის რომ მოქალაქეები ნიჰილიზმს არ მიეცნენ და იყოს საზოგადოებრივი კონსოლიდაცია გამარჯვების დასაბრუნებლად, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, როდის და სად გაიმართება პროტესტი, ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას გააკეთებს.

„დღეს დილით დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: მინისტერიალი და ევროპარლამენტის დებატები, სადაც საქართველოზე იყო საუბარი.

ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია ბრიუსელთან მუშაობის გაგრძელება იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა შენარჩუნდეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ჩვენი პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ 2 დღე ბრიუსელში ვიმყოფებოდი, ჩვენ პარტიის წარმადგენლები იყვნენ პროტესტში. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ არც პოლიტიკოსები და არც საქართველოს მოქალაქეები არ ვეგუებით მიტაცებულ არჩევნებს. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის ორი ასპარეზი ხორციელდებოდეს ტანდემში. ამ თვალსაზრისით, არსებობს სრული კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის.

აქციებზე არის გადაწყვეტილება. კოლეგებმაც აღნიშნეს, რომ ბოლო დეტალები დასაზუსტებელია, თუმცა ვთანხმდებით იმაზე, რომ აქციებს კვლავ დავაანონსებთ, იმისათვის რომ მოქალაქეები ნიჰილიზმს არ მიეცნენ და იყოს საზოგადოებრივი კონსოლიდაცია გამარჯვების დასაბრუნებლად. ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ვიაქტიუროთ, მათ შორის იმისთვის, რომ გვქონდეს საერთო პროტესტი. სად იქნება პროტესტის კერა და თარიღზე ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით ვაცნობებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო