მარია ზახაროვა - დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს

აშშ - სა და ევროკავშირს სურთ ქაოსი კავკასიაში, სიტუაციის დესტაბილიზაცია, მათ სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მათ სურთ იქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს და არა საქართველოსთვის, ან ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოს დასჯით ემუქრება სუვერენული კურსის გამო, იმის გამო, რომ ხალხმა არჩევნებში ხმა მისცა ისე, როგორც სწორად მიაჩნდა და როგორც სურდა.

„როდესაც ისინი საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე, ეს არის სიტუაცია, როდესაც ქურდს ქუდი ეწვის. ისინი ამას აკეთებენ იმისათვის, რომ დაფარონ საკუთარი დასავლური დანაშაული“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხი პროვოკაციას არ წამოეგება და საქართველო და ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი იდენტობის დაცვას“.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში