მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა - თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში

შეუძლებელია არ სცოდნოდათ როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წევრების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის სურვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები სწორედ იმისთვის დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე, რომ რეალურად არ მოუწიოთ მანდატების დათმობა.

„ჩემი მოლოდინი და აზრია, რომ არ არის გამორიცხული ისინი პირველსავე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი, ეს 50 50-ზეა, თუმცა, საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად, იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ, რომ სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას.“- განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივრებს, მათ შორის პრეზიდენტისას, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული უწოდა.

„ამ ბოლო დროს ჩვენ მათგან მივეჩვიეთ მოცემულობებს, რომ გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა, რომ არსებობს იმისი საფუძველი, რომ არ დაინიშნოს პირველი სხდომა. აბსოლუტურად გასულები არიან მომსახურების ზონიდან. ნორმა არ არსებობს, ჩანაწერი სადმე ან რეგლამენტში ან კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ეს შეიძლება მოხდეს. ანუ თუ ნორმა და სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს, რას აჩერებენ, როგორ აჩერებენ, საერთოდ რას ლაპარაკობენ. რაღაცებს იგონებენ და შეაქვთ სარჩელები, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს.“- განაცხადა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო