მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ თავისი წერილით გაიფორმა ის, რომ ჯაშუშები არიან - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებას „იხვეწებიან“

[ოპოზიციამ] თავისი წერილით გაიფორმა ის, რომ ჯაშუშები არიან და არა საკუთრივ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები - „ნაცებს“ მათ ზოგადად ვეძახით, რადგან „ნაცი“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა - ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილს.

მდინარაძის თქმით, „ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს“.

„თუ ისინი ცდილობენ გასასვლელის პოვნას „ნაცმოძრაობასთან“ კუთვნილება-არ კუთვნილებას შორის, შემიძლია მათ ვუთხრა, რომ თავისი წერილით ევროპის და ევროპელების მიმართ გაიფორმეს და დაწერეს ის, რომ არიან ჯაშუშები და არა საკუთრივ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. „ნაცებს“ მათ ზოგადად ვეძახით, რადგან „ნაცი“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა. თუ აინტერესებთ, რატომ „ნაცები“ - იმიტომ, რომ მაგალითად, გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში მასთან კოალიცია აქვს; იმიტომ, რომ გახარია პრემიერ-მინისტრობიდან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის მხარდაჭერის გამო გადადგა. იმიტომ, რომ ხაზარაძე „ნაცების“ რეკეტიორი იყო. ეს რაც „ნაცმოძრაობასთან“ კორელაციას შეეხება, მაგრამ ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს“,- აცხადებს მდინარაძე.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებას „იხვეწება“.

„მართლა ამას ეხვეწებიან, რომ ახლა შეუჩერეთ [ვიზალიბერალიზაცია] და მერე იქნებ, ამოვატრიალოთ ეს ქვეყანა, იქნებ ჯაშუშები მოვიდეთ ხელისუფლებაში და შემდეგ, იქნებ აღვადგინოთო. ხვდებიან, რა კამპანიაც აქვთ გაჩაღებული სამასი ათასი ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით, იმდენად აბსურდულია, იმდენად სისულელეს ამტკიცებენ სერიოზული სახეებით, რომ თავადაც არ სჯერათ ამის. მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ ერთისაც კი, არა თუ სამასი ათასის. გამოსავალი აქედან ის მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა დაისაჯოს, ევროპაში თავისუფლად ვერ უნდა წავიდეს, „ქართული ოცნების“ და რაც მთავარია, ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი, დროებით უნდა შეიზღუდოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის „გაბრაზება განახორციელონ“. ეს მათი ახალი ტერმინით რომ ვთქვათ. სინტაქსი და მორფოლოგია ამას რა მიმართულებით ითვალისწინებს, არ ვიცი. „გაბრაზების განხორციელების“ შემდეგი ნაბიჯი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის