გიორგი ვეკუა - 2025 წელს სავაჭრო პალატის სტრატეგიული მიმართულება იქნება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ქართულ ბიზნესში

ქალი მეწარმეებისთვის სავაჭრო პალატა, კანადის მთავრობის მხარდაჭერით ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შეირჩა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი 100-მდე ქალი მეწარმე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ვეკუას განცხადებით, პალატის ამოცანაა, გააციფრულოს მეწარმეების ბიზნესები, რათა უფრო მორგებულები იყვნენ თანამედროვე გამოწვევებს.

„მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ბიზნესში, რადგან ის არის ახალი საშუალება, რითაც მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ გახდნენ კონკურენტუნარიანები მსხვილ ბიზნესთან. პროექტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ბრენდინგი, მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი და ა.შ . პირველად, ჩვენ ვაკეთებთ ხელოვნური კურსის ინტეგრირებას ახალ სილაბუსში და ეს არის პალატის პირველი ტრენინგი ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, პროექტი წარმატებით განხორციელდება. 2025 წელს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება იქნება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ქართულ ბიზნესში“- განაცხადა გიორგი ვეკუამ პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ გახსნით ღონისძიებაზე.

ინფორმაციის თანახმად, დარგის ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები ტრენინგების პარალელურად ჩაატარებენ მასტერკლასებს და შეხვედრებს, სადაც საკუთარ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ მონაწილეებს.

ტრენინგ პროგრამა ბიზნეს დიაგნოსტიკის კვლევის საფუძველზე იქნება შემუშავებული და მოერგება ქალი მეწარმეების ბიზნეს საჭიროებებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო