მამუკა მდინარაძე - 24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ კარვებს და რაღაცებს გააკეთებენ - პატრონებს თავს მოაწონებენ ჩვენ ყველაფერი ვცადეთი - ისინი უნდა იყვნენ ქუჩაში ამ აბსტრაქტული გეგმებით

24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ იქ, კარვები, რაღაცებს გააკეთებენ - ისინი ერთგვარად პატრონებს თავს მოაწონებენ ჩვენ ყველაფერი ვცადეთი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დაიწყებს „სისულელეების კეთებას“.

„შექმნიან დერეფნებს, იყვირებენ-იწივლებენ, შესაძლოა, პარლამენტშიც შევიდნენ და პროვოკაცია მოაწყონ. 24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ იქ, კარვები, რაღაცებს გააკეთებენ. მოქალაქეებს დეჟავუ აქვთ 2020 წელთან დაკავშირებით, მაშინ მუხტი გაცილებით მეტი იყო, ოდნავ რეალურს, 2%-ს შეიძლება დაუჯეროს ადამიანმა თეორიულად. ახლა რომ გვეუბნებიან 10-15-20% გაყალბდაო, ხალხი იმდენად არ იჯერებს, რომ მუხტი დაიწია. 2020 წელს სხვა მუხტი ჰქონდათ, ახლა მათ მომხრეებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი აღქმა არ არის.

ისინი ერთგვარად პატრონებს თავს მოაწონებენ რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ეს არგუმენტი გამოადგებათ პარლამენტის წევრობაზე უარის არ თქმაში.

იმდენად არ უნდათ მანდატების დატოვება, რომ წინასწარ, უდროო დროს, არაკანონიერ დროს დაწერეს განცხადებები. პატრონებთანაც იმართლებენ თავს, ყველაფერი ვცადეთ ჩვენ, წინა დღეს კარავიც დავეცით პარლამენტთან, მეორე დღეს შევიკრიბეთ: „მონა“ „მონა“ ვეძახეთო.

დღეს ვხუმრობდით, მონას რომ გავიგონებთ კანონების დასაწერად გავრბივართ იმდენ მონას იძახიან. ყველა სიტყვა გაცვითეს, საკუთარი თავის აღმნიშვნელი სიტყვები იმდენი ეძახეს სხვას, ყველა გაცვითეს. ამ სისულელეებში ატარებენ წლებს, დაიწყებენ ამ სისულელეების კეთებას, შექმნიან დერეფნებს, იყვირებენ, იწივლებენ, შეიძლება შემოვიდნენ პროვოკაცია მოაწყონ. ამ დროს საქმე თავის გზას იპოვის, გაკეთდება, მთავრობასაც დავამტკიცებთ, ბიუჯეტს, გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას. ესენი კიდევ იყვირებენ, ისინი უნდა იყვნენ ქუჩაში ამ აბსტრაქტული გეგმებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს