მიხეილ სარჯველაძე იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს სამინისტროს ცნობით, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

„ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამის განვითარების შესაძლებლობები განიხილა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ბენეფიციარებისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისგან მიიღო. იმსჯელეს დაავადებების მკურნალობის გაფართოების შესაძლებლობებზე, შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი თითოეული ბენეფიციარის ჯანმრთელობისა და ინტერესის დაცვაა, შემდგომი გადაწყვეტილებებიც, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მშობლების აქტიური ჩართულობით იქნება მიღებული.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, ასევე - პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები და ექსპერტები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი