მამუკა მდინარაძე - დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა - საერთაშორისო გამოძიება, არა თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელია

დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ითანამშრომლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება „ტექნიკურ მისიასთან“.

მდინარაძის შეფასებით, „საერთაშორისო გამოძიება, არა თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელია“.

„დიახ, ტექნიკურ მისიასთან ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა „ტექნიკური მისია“. თუ თქვენ როგორც ბრძანებთ, ეროვნული თავმოყვარეობის გამორიცხვით, რომ ვიღაცა გარედან უნდა ჩამოვიდეს და რაღაცა შენს ქვეყანაში გამოგიძიოს, თავმოყვარეობის ამბავია რომ ამაზე არ უნდა ილაპარაკოთ. მათ შორის, არც ჟურნალისტებმა. გარედან, როგორც კი გამოძიებას გიხსენებენ, შენ ქვეყანაში, შიდა საქმეებში გარედან უნდა ჩაერიოს ვიღაცა და თან გამოძიებით, ამ შეურაცხყოფაზე ნუ წახვალთ.

ჯერჯერობით ტექნიკური მისიის ფორმატი არ ვიცით. [ჩვენ] ვითანამშრომლებთ, ტექნიკური სტაფერი ჩამოვა, ტექნიკურ სტაფერი შეხვდება, პოლიტიკოსი ჩამოვა პოლიტიკოსი შეხვდება, რაღაცა ტექნიკური მისია იქნება ტექნიკურად გავცემთ პასუხს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირიდან „ტექნიკური მისიის“ ჩამოსვლა იგეგმება, რომლის მიზანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესწავლა იქნება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი