KIU-სა და ბავარიის ხელოვნური ინტელექტის (AI) სააგენტოს შორის თანამშრომლობა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ბავარიის ხელოვნური ინტელექტის (AI) სააგენტოს – (Baiosphere, the bavarian AI network) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და „ბიოსფეროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ მიხეილ კლიმკემ.

„შეხვედრაზე გიორგი ხუბუამ აღნიშნა, რომ ბავარიულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერება, KIU-ს სტუდენტებისთვისა და მკვლევრებისთვის ინოვაციური იდეების განხორციელების კუთხით არაერთ საინტერესო შესაძლებლობას იძლევა. რექტორის თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების საქმეში.

თავის მხრივ, მიხეილ კლიმკეს განცხადებით, თანამშრომლობა ქართულ მხარესთან არა მხოლოდ აღრმავებს კავშირებს ორ ქვეყანას შორის, არამედ ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლის გაძლიერებას ეკონომიკის განვითარების პროცესში.

მემორანდუმი მიზნად ისახავს KIU-სა და ბავარიის ხელოვნური ინტელექტის სააგენტოს მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობას, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერასა და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაცვლითი პროგრამების შემუშავებას.

მემორანდუმი ექვსწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, საქართველოსა და გერმანიას შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება