დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2024 წელს, სააგენტომ, ჯამში, უსაფრთხო გარემოში 900-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება