ოთარ შამუგია აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს შოუჰოუნგ იანგს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, შოუჰონგ იანგს საქართველოს პავილიონში შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა დასავლეთ საქართველოში სადრენაჟე სისტემების განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია სადრენაჟე სისტემების მართვის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება და საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

ამასთან, განმარტავენ, რომ დრენირებული ნიადაგი დამატებითი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

როგორც შოუჰონგ იანგმა განაცხადა, საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი წელია ნაყოფიერად მიმდინარეობს. სახეზეა პროგრესი სხვადასხვა სექტორში, მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც ეფუძნება მდგრად განვითარებას, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას და ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სარწყავი სისტემების მოდერნიზაციაზე. აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის მიმართულებით.

როგორც ოთარ შამუგიამ განმარტა, ამბიციური პროგრამა ფოკუსირებულია სარწყავი სისტემების მოდერნიზებაზე ქვემო სამგორში, რომელიც მოიცავს 7300 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას.

„ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ დავიწყეთ კლიმატგონივრული სარწყავი სექტორის განვითარების პროგრამა (2023-2028), რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადობისა და პროდუქტიულობის გაზრდას. ეს ამბიციური პროგრამა ფოკუსირებულია სარწყავი სისტემების მოდერნიზებაზე ქვემო სამგორში, რომელიც მოიცავს 7300 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას. მოძველებული ღია არხების თანამედროვე სარწყავი სისტემებით ჩანაცვლებით, ჩვენ არა მხოლოდ გავაუმჯობესებთ წყლის გამოყენების ეფექტიანობას, არამედ უზრუნველვყოფთ წყალზე უკეთ წვდომას ფერმერებისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო