სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი“ - IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი.

IBTM-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ გაყიდვების დირექტორმა თამუნა ჩხეიძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, შარშანდელთან შედარებით საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

„ძველ ბაზრებთან ერთად გამოიკვეთა ინტერესი ახალი ბაზრებიდანაც, დღეში დაახლოებით 8-10 შეხვედრა გავმართეთ, ეს ნიშნავს რომ საქართველოსადმი ინტერესი იზრდება სულ უფრო და უფრო. განსაკუთრებული ინტერესია კორპორაციული შეხვედრების, დიდი ჯგუფების თავისი ღონისძიებებით, რაც არამარტო ქვეყნისთვის, არამედ სასტუმროსთვისაც ძალიან შემოსავლიანი იქნება, რადგან გლობალურად დიდი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ“, - განაცხადა თამუნა ჩხეიძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს