ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზაში ისრაელის სამხედრო პასუხთან.

ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. ის უარყოფს ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენას. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ იბრაჰიმ ალ-მასრის ლიკვიდაცია განახორციელეს, თუმცა ამას „ჰამასი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს