Georgian Travel group - IBTM World 2024-ის ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს.

გამოფენის შესახებ საუბრობს კომპანია Georgian Travel group -ის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსი თამუნა კურტანიძე.

„ეს ორი დღე საკმაოდ დატვირთული იყო შეხვედრებით. ამ გამოფენის პროფილი MICE ტურიზმი ანუ ბიზნეს ტურიზმია და ყველა შეხვედრა ძირითადად კორპორაციული ტურიზმის ირგვლივ იყო. წინა გამოფენებიდან გამომდინარე დიდი იმედი მაქვს ეს გამოფენაც შედეგიანი იქნება. წელს ისეთი ტენდენციაა, რომ სკანდინავია კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა საქართველოთი, განსაკუთრებით MICE ტურიზმის კუთხით. ვფიქრობ IBTM World 2024 -ის ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამუნა კურტანიძემ.

IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება