კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა.

როგორც მოკლული ქალის, ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.

ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.

"საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება, გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე, რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი. დაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი", - განაცხადა მოკლული ქალის ახლობელმა ambebi.ge-სთან.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს