KIU-სა და TUM-ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი ხუბუამ სამუშაო შეხვედრა გამართა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კათედრის პროფესორ შტეფან მინერთან.

„შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას ოპერაციებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში.

რექტორის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია მართვის პროცესის მოქნილობასა და სისწრაფეს აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ მენეჯერებს ხელს უწყობს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაზრდაში.

3-წლიანი პროგრამა დოქტორანტებს სთავაზობს რამდენიმე აკადემიურ პოზიციასა და კვლევის უნიკალურ შესაძლებლობებს. მათ საშუალება ექნებათ, TUM-ის ლაბორატორიაში ჩაატარონ ემპირიული კვლევები გამძლე და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის საკითხებზე და ამასთან, შეიმუშაონ მონაცემებზე ორიენტირებული და სწავლაზე დაფუძნებული გამოთვლითი მიდგომები ოპერაციების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში ფოკუსირებული კვლევების სფეროები იქნება: ციფრული ტრანსფორმაციის ასპექტები წარმოებასა და ლოგისტიკაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მენეჯმენტში, ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთქმედება მიწოდების ჯაჭვში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს