პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 38 ადამიანი

ჩრდილოეთ პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის მთავარ მდივანზე, ნადიმ ასლამ ჩოდრიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს დიდი ტრაგედიაა და დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება“, - განაცხადა ნადიმ ასლამ ჩოდრიმ.

პროვინციის მდივანმა აღნიშნა, რომ შემთხვევა, რის შედეგადაც, 29 ადამიანი დაშავდა, ტომებით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება