აშშ-მა რუსული ბანკის, “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა ბოლო არასანქცირებული რუსული ბანკის, “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები ფაქტობრივად, გლობალური ფინანსური სისტემიდან გამორიცხავს რუსულ “გაზპრომბანკს” და მის ექვს შვილობილ კომპანიას, რომლებიც ლუქსემბრუგში, ჰონგ-კონგში, კვიპროსში, შვეიცარიასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარეობენ.

აშშ-ის თანახმად, რუსეთი “გაზპრომბანკს” უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენ არხად იყენებდა. ასევე, მოსკოვი ამ ბანკის მეშვეობით უხდიდა თავის ჯარისკაცებს (მათ შორის საბრძოლო ბონუსებს) და კომპენსაციებს ურიცხავდა საბრძოლო ქმედებებში გარდაცვლილთა ოჯახებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრალიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა აქამდე დაასანქცირეს “გაზპრომბანკი”.

ცნობისთვის, აშშ თავს იკავებდა “გაზპრობანკის” წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან, ძირითადად იმის გამო, რომ ევროპულ ქვეყნებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მოხმარებული რუსული გაზის გადასახადის გადახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს