ქართული ადვოკატურის წინსვლა ევროპულ გზაზე გრძელდება

ბრიუსელში “ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭომ“ საქართველოში ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიის განვითარებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის CCBE-ის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებაზე.

“2024 წლის 21 ნოემბრის პლენარულ სესიაზე “ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭომ“ (CCBE), რომელიც 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებსა და მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის CCBE-ის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებაზე.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ CCBE მხარს უჭერს საქართველოში ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიის განვითარებას, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ნაჩვენები პროგრესით გარანტირებულია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი მოხსენებით წარსდგა და მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს ქართული ადვოკატურის თანმიმდევრული და სისტემური მხარდაჭერისათვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2008 წლიდან დღემდე CCBE-ს დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს