მეტ გეცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა

მეტ გეცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მეტ გეტცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, „უსარგებლოდ გაჭიანურებულ აყალმაყალზე“ დასაკარგი დრო არ არის.

“მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მომენტი იყო, ნათელია, რომ ჩემი კანდიდატურას უსამართლოდ გადაჰქონდა ყურადღება ტრამპი/ვენსის ტრანზიციის [ჯგუფის] კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოსგან. ვაშინგტონის უსარგებლოდ გაჭიანურებულ აყალმაყალზე დასაკარგი დრო არ არის, ამიტომ გენერალური პროკურორის კანდიდატურიდან ჩემს სახელს ვხსნი. ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტი ადგილზე და მზად უნდა იყოს პირველივე დღეს”, - წერს გეტცი.

ცნობისთვის, ტრამპის მიერ გეტცის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენას სკანდალი მოყვა, ვინაიდან, აშშ-ის წარმოამდგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი გეტცთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ანგარიშის გამოქვეყნებაზე ბჭობდა. ცნობების თანახმად, ანგარიშში აღწერილია გეტცის მიერ “სექსუალური ხასიათის დარღვევები და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ გამოყენება”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება