პრესსამსახური - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი.

"­სამსახურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი. აღნიშნულ პიროვნებასთან საგამოძიებო სამსახურს კომუნიკაცია არ ჰქონია.

კიდევ ერთხელ, მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს",- წერს ანი წიკლაური სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში მოქალაქემ დაწერა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს: "ცივი იარაღი გქონდა და ათამაშებდი, ასევე, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდიო".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება