დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი წარადგინა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„პემი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი, სადაც ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის. შემდეგ, როგორც ფლორიდის პირველი ქალი გენერალური პროკურორი, ის მუშაობდა მომაკვდინებელი ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაჩერებლად და ფენტანილის ჭარბი დოზით სიკვდილის ტრაგედიის შესამცირებლად, რამაც გაანადგურა მრავალი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში!” - წერს ტრამპი Truth Social-ში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მეტ გეცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს