გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერის პოსტზე კვლავ  ოლაფ შოლცს წარადგენს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იქნება, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.

ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს და რომ ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში მხარს უჭერს გერმანიის ამჟამინდელ კანცლერს, ოლაფ შოლცს.

შეგახსენებთ, გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა. ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები, რის შემდეგაც ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს