კიმ ჩენ ინი - არსებული სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება  ყველაზე დამანგრეველ თერმობირთვულ ომში გადაიზარდოს

კორეის ნახევარკუნძულზე არსებულმა რთულმა ვითარებამ შეიძლება ყველაზე დამანგრეველი თერმობირთვული ომი გამოიწვიოს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

„არასოდეს ყოფილან კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტის მხარეები ასეთ საშიშ და მწვავე დაპირისპირებაში, ისეთ სიტუაციაში, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ყველაზე დამანგრეველ თერმობირთვულ ომში“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებმა მხოლოდ დაარწმუნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომ ვაშინგტონის მტრული პოლიტიკა არ შეიცვლება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება