მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა, სერვისის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამაში გამოვლენილი გამოწვევები განიხილა. ისაუბრეს მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.

„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური განვითარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციართა ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა და მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი