მიხეილ სააკაშვილი - პოლონეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი გამოდიოდა და როდესაც მან ჩემი თავისუფლება მოითხოვა, რასაც ბევრი ამ საკითხს გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა - ხალხმა იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის

პოლონეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი გამოდიოდა და როდესაც მან ჩემი თავისუფლება მოითხოვა, რასაც ბევრი ამ საკითხს გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა - ხალხმა იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის, საერთოდ უდანაშაულო, მე-4 წელიწადია უსამართლოდ მალპობენ ამ გისოსებში, რამდენი სარგებლის მოტანა შემეძლო საქართველოსთვის?!“ - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ისე მოქმედებს, როგორც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს.

„ტრამპის წინააღმდეგ ბევრმა პოლიტიზებულმა პროკურორმა და მოსამართლემ საქმეები აღძრა და იქ ამერიკელებმა რეაქცია მოახდინეს, რადგან მის მიმართ ეს ბრძოლა უსამართლოდ ჩათვალეს.

სადამდე უნდა ვიყო გამომწყვდეული ასე უსამართლოდ, ასე არაფრის გამო?

ჩვენ ყველას ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს. ივანიშვილი ახლა ისე მოქმედებს, როგორც იანუკოვიჩი. იანუკოვიჩმა ყველაფერი სცადა, მოიპარა არჩევნები, ქვეყანას კურსი შეუცვალა, ყველანაირი ძალა იხმარა მაგრამ ხალხი გამოვიდა, როცა უკვე შემოეცალა ხელში ეს ძალაუფლება და ძალოვანი აპარატი, იძულებული გახდა გაქცეულიყო.

იანუკოვიჩს, იულია ტიმოშენკო, თავისი პოლიტიკური პატიმარი, ციხის საავადმყოფოში ჰყავდა გამომწყვდეული. ივანიშვილი, რომ იძახის რომ იანუკოვიჩი არ ვარო, ერთი-ერთში იმეორებს იანუკოვიჩისა და ასლანის ამბებს. ასლანმაც ასე მოიპარა არჩევნები და ასე იყენებდა რეპრესიულ აპარატს.

ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავიღალოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ახლა დავიღლებით, ხვალ და ზეგ ამას ძალიან მწარედ ვინანებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა აღარ გვექნება.

ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. მე ჩემი თავი გადავდე და ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩავაგდე, იმის გამო, რომ ვხედავდი ქვეყანას ვკარგავდით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია