ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს

საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

„სწავლების პრაქტიკულ ნაწილში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის მეშვეობითაც მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენიდან თოკით დაშვებისა და სხვა სამაშველო ოპერაციების დემონსტრირება მოახდინეს.

სწავლების დასკვნით ნაწილს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს