იაგო კაჭკაჭიშვილი - იქნებ მოცდა სჯობს? როცა გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს?

როდესაც გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს? - ახლა ხელისუფლების ნარატივზე ნუ დავასხამთ წყალს, - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეუძლებელია, [„გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა] იმის უნაშთოდ „გათეთრება“ მოახერხონ, თუ პარლამენტში რუტინულად აღმოჩნდებიან.

„აშკარაა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „გაშავებას“ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული „ექსპერტები“ ორი გზით ცდილობენ: ა) უკვე კარგად ნაცნობი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრებად მათი გამოცხადებით და ბ) ერთმანეთზე წაკიდებით - მათ შორის ახლა იმაზე აპელირებით, რომ გახარია პარლამენტში შედის და ქოსატყუილაა შალვა ნათელაშვილივით.

როგორც ვატყობ, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნაწილიც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და, ნებით თუ უნებლიედ, ოპოზიციურ პარტიებს შორის განხეთქილებას ნაადრევად ადასტურებს ან აანონსებს.

პოლიტიკოსებო, ჟურნალისტებო, მეგობრებო! იქნებ მოცდა სჯობს? გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა ათასჯერ განაცხადეს, რომ არჩევნების და პარლამენტის ლეგიტიმაციას არ მოახდენენ. შეუძლებელია, ამ განცხადების ფონზე, მათ იმის უნაშთოდ „გათეთრება“ მოახერხონ, თუ პარლამენტში რუტინულად აღმოჩნდებიან. როდესაც გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს?

შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც - ახლა ხელისუფლების ნარატივზე („გათიშე და იბატონე“) ნუ დავასხამთ წყალს,“ - წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც „ყველაზე კარგი დრო იქნება“.

„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის