პირველადი პროექტის მიხედვით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308,6 ათასი ლარით განისაზღვრა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილეს.

2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით მეტია.

თავის მხრივ, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის გაზრდილი ბიუჯერი სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით გადანაწილდება.

„პირველადი ვერსია ბიუჯეტის არის გაზრდილი, 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულთან შედარებით, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ჩვენ ველოდებით გადამუშავებულ ვერსიას, რომელიც რეკომენდაციების შესაბამისად იქნება წარმოდგენილი 10 დეკემბრისთვის.

2025 წლის ბიუჯეტს 2 მილიარდი ლარის ფარგლებში დავამტკიცებთ, თუმცა წლის განმავლობაში კიდევ იქნება ბიუჯეტი რამდენჯერმე გაზრდილი, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს, პრიორიტეტების შესაბამისად.

ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ, რომ ზრდა მოხდეს ძირითადი გამგეობების ნაწილში და ყველა პრიორიტეტის შესაბამისად ბიუჯეტის ზრდა იყოს. რეკომენდაციების შესაბამისად გათვალისწინებულია კონკრეტული პროექტები და 10 დეკემბრამდე გვექნება შესაძლებლობა, მთავრობასთან ერთად კონსულტაციები ვაწარმოოთ და შევჯერდეთ საბოლოო კონკრეტულ განსახორციელებელ პროექტებზე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, 2025 წლის ბიუჯეტი - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, განათლებაზე, სპორტსა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებებზე გადანაწილდება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის