„ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია AmCham Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

2024 წლის 21 ნოემბერს „ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია არჩეულ იქნა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) დირექტორთა საბჭოს წევრად. ამერიკის სავაჭრო პალატა 270-ზე მეტ წევრ კომპანიას აერთიანებს და მიზნად ისახავს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ადგილობრივი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მთავრობასა და ინვესტორებთან თანამშრომლობის გზით.

გიორგი ციკოლიას შესახებ: გიორგი ციკოლია, აშშ-ში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიის „ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტია. „ლინეიტში“ გიორგი ხელმძღვანელობს ბიზნესის განვითარებას და ოპერაციების გაფართოებას EMEA რეგიონში.

ლინეიტში მუშაობის დაწყებამდე გიორგი საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებას უძღვებოდა, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა არაერთი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენა და სამუშაო ადგილების შექმნა. 2015-2022 წლებში გიორგის ეკავა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ქ. ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გიორგი ციკოლია ასევე ქ. ვაშინგტონში მდებარე „ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. იგი პარალელურად ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრია, რომელიც მუშაობს საქართველოს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ბატონმა ციკოლიამ განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით წამყვან ამერიკული სასწავლებელში, ტუფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიურ სკოლაში მიიღო.

“ლინეიტის” შესახებ: Lineate აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო ტექ-კომპანიაა 18-წლიანი გამოცდილებით. აღნიშნულ პერიოდში ის თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: New York University, ebay, VISA, Warner Music,The Boston Globe და სხვა. კომპანია სპეციალიზებულია კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრაში. აშშ-ს გარეთ, კომპანია წარმოდგენილია საქართველოში, სომხეთში, პოლონეთში და ესპანეთში.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს