თინათინ ნიბლოშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო არის ღირსეული ხალხის სამშობლო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკუთარი გამოსვლა მილოცვით დაიწყო და კოლეგებს, რომლებიც მოღვაწეობას უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ, წარმატებები უსურვა.

თინათინ ნიბლოშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ საქართველო არის ღირსეული ხალხის სამშობლო.

„ჩვენი დამარცხებული ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების მცდელობის მიუხედავად, ყველანი ვხედავთ, რომ მათ ამაში საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ დაარწმუნეს, რაზეც მათივე მხარდამჭერების რაოდენობაც მეტყველებს.

ამიტომ დროა, შეეგუონ, რომ უმცირესობაში არიან და რომ უმცირესობის დიქტატის ქვეშ უმრავლესობა აღარ იცხოვრებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში სიძულვილის და ბულინგის ტირაჟირებას გამარჯვება არასდროს არავისთვის მოუტანია.

,,როდესაც სპორტსმენებს, მომღერლებს, ხელოვანებს, ბავშვებს, ასევე შენს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას დაყოფ ბნელებად და ტოპ ტვინებად, აღარ უნდა გიკვირდეს არჩევნების შედეგები“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება