აკაკი ალადაშვილი - ქართველმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა მშვიდობით, ღირსებით და  კეთილდღეობით ევროპისკენ წინსვლას

მინდა, მოგილოცოთ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და მადლობა გადავუხადო ქართველ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, აკაკი ალადაშვილმა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ წინსვლას.

„ყველამ ვიცით, რა მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. პრაქტიკულად ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არ ყოფნას შორის გზაგასაყარზე იდგა. მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებიც გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს. სწორედ ქართველმა ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყნისა და ქალაქის ინტერესებზე ზრუნვას იგი უკვე პარლამენტიდან გააგრძელებს. აკაკი ალადაშვილმა საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მან საკრებულოში დიდი გამოცდილება მიიღო.

„დიდი გამოცდილებით და ბევრი შეძენილი მეგობრით მივდივარ აქედან. მე ვრჩები თქვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნისთვის და ქალაქისთვის ჩვენ კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს