სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და მებრძოლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და „გენერალი კვინიტაძე“.

სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისთვის პოლიგონზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.

თავდაცვის მინისტრი, მუხროვანში, ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე სტანდარტების ბაზის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს