კახა ლაბუჩიძე - მხარდამჭერებიც და ოპონენტებიც აუცილებლად ნახავენ იმ წარმატებებს, რომელთაც ჩვენი ქვეყანა მიაღწევს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ნდობა, რომელიც მილიონ ასი ათასზე მეტმა მოქალაქემ მმართველ პარტიას გამოუცხადა, გამართლდება.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, მხარდამჭერებიც და ოპონენტებიც აუცილებლად ნახავენ იმ წარმატებებს, რომელთაც ჩვენი ქვეყანა მიაღწევს.

„არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაგრძელებას. ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მმართველ პარტიას უპრეცედენტო ნდობა ერგო, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ მიღებული ნდობა აუცილებლად გამართლდება და მხარდამჭერებიც და ოპონენტებიც ოთხ წელიწადში აუცილებლად დაინახავენ იმ წარმატებებს, რომელთაც ჩვენი ქვეყანა მიაღწევს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება