მარნეულის კოლეჯ „მოდუსში", ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების წლისთავთან დაკავშირებით, კონფერენცია „ბავშვთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა" გაიმართა

მარნეულის კოლეჯ „მოდუსში", ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების წლისთავთან დაკავშირებით, კონფერენცია „ბავშვთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა" გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენცია პროექტის „ბავშვთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა: სკოლამდელი აღზრდის მომსახურების ხარისხის დივერსიფიკაცია და გაუმჯობესება მარნეულის რეგიონში" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პირველი ოქტომბრიდან, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში, ჯამში 8 სასკოლო მზაობის, ბილინგვური ჯგუფი გაიხსნა, რომლის ანგარიშიც წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე.

მარნეულის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების პედაგოგები, კოლეჯის სტუდენტები და ექსპერტები სკოლამდელი განათლების სფეროში ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება