ზურაბ აბაშიძე - სანამ ოპოზიცია არ ისწავლის წაგების აღიარებას, გამარჯვებას ვერასდროს მიაღწევს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კოლეგებს გამარჯვება მიულოცა და მომავალ საპარლამენტო საქმიანობაში წამატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მას ოპოზიციონერი კოლეგებისთვისაც უნდოდა მილოცვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არც საკრებულოს სხდომებს ესწრებიან და არც პარლამენტში აპირებენ შესვლას, მილოცვას აზრი არ აქვს.

„თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, მისი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დამარცხებისთვის არიან განწირულნი. დღეს ჩვენ განვიხილავთ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტს და სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომდგენლები არც კომისიის სხდომებს და არც საკრებულოს სხდომას არ დაესწრნენ. ასე რომ, პრობლემა თქვენშია და სწორედ ამიტომაა ამომრჩეველთა რაოდენობის კლება როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე მის დანაყოფებშიც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და კოლეგებს და მთელ საქართველოს წარმატება და წინსვლა უსურვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს