მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე - თურმე, ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე - ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს

თურმე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე. ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, არასამთავრობო სექტორის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ევროპა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებებს და ძალას ნიშნავს და არა ლგბტ პროპაგანდასა და გამჭვირვალობის გამორიცხვას.

„ეს „ენჯეოები“, სინამდვილეში, იცით რას აკეთებენ? მაგალითად, ავიღოთ ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს უამრავ, ათასობით და ათი ათასობით კომპონენტს. შეფუთვის ხარისხიდან დაწყებული, ასოცირების ხელშეკრულება იმდენ ნიუანსს ითვალისწინებს, თითოეულ რეფორმაში ათასობით ნიუანსია, რომელსაც ზედმიწევნით ვასრულებთ და რეფორმა რეფორმაზეა. საჯარო მოხელეები ამაში არიან ჩართულები, დღესა და ღამეს ასწორებენ ევროინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც ასეთ დეტალებსა და ნიუანსებზე გადის და რას აკეთებენ ეს „ენჯეოები“ თავის პატრონებთან ერთად - ორი ამბავი ჩამოკიდეს ადამიანების ტვინში, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში, თორემ ობიექტურად ფიქრს ვინც ახერხებს, იმათ ტვინში კი არა. ერთი - არჩევნების ლეგიტიმაციაზე რომ ვერაფერი თქვეს, გამჭვირვალობის კანონი გაიწვიეთო და მეორე - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გაიწვიეთო. თურმე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე. თურმე, უნდა იცოდეს ბავშვმა, გეი ვინ არის, როგორ უყვართ ერთმანეთი და ა.შ. და ამაზეა თურმე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. ევროპის აღქმას უფრო მეტ ზიანს ვინ აყენებს? ისევე, როგორც რუსეთს დედას აგინებდნენ და რუსულ საქმეს აკეთებდნენ, შედეგებიდან გამომდინარე. ვერბალურად აგინებდნენ და საქმით ყველა გადადგმული ნაბიჯით რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ასე არიან ზუსტად - ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს. ეს ევროპულობა ჩვენთვის ქრისტიანულ, ტრადიციულ მორალს, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებებს და ძალას ნიშნავს და არა ლგბტ პროპაგანდასა და გამჭვირვალობის გამორიცხვას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში