მამუკა მდინარაძე - სერგო ორჯონიკიძეზე უარესი გააკეთა ოპოზიციამ, საკუთარი ხელით მიწერეს, ქართველები და საქართველო დასაჯეთო

სერგო ორჯონიკიძეზე უარესი გააკეთა ოპოზიციამ, საკუთარი ხელით მიწერეს, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მდინარაძემ ოპოზიციის წევრებს, ბრიუსელში გაგზავნილი წერილის გამო, ჯაშუშები უწოდა.

„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, ასეთ წერილს ვინც გაგზავნის, ის არის ჯაშუში, აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, როგორ გაეპარათ პიარულად მაინც ეს ამბავი, არ ვიცი. რას ფიქრობდნენ, რომ საიდუმლოდ დარჩებოდა? ვერ მივხვდებოდით, რა დაწერეს? მართლა გულწრფელად გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება, ადამიანები მიიყვანო ამ დონემდე, რომ საკუთარი ხელით დაწერონ - ჩემი ქვეყანა, საქართველო და ქართველები დასაჯე. ეს ჯაშუშობის რაღაც ხარისხია, იმის იქით რომ ხარისხი არ არსებობს. ორჯონიკიძე ხომ არის სიმბოლო „დანოსისა“ და ჯაშუშობის, ამაზე უარესი ქნა ოპოზიციამ, დაგვსაჯეთო, მისწერეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს