ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ

უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩემი დავალებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკვე მართავს ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებზე - სწორედ ისეთ სისტემებზე, რომლებსაც შეუძლია ახალი რისკებისგან სიცოცხლის დაცვა.

დღეს უკვე მეტი დეტალია დადგენილი ახალ რაკეტასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსეთმა დნიპროს დაარტყა და ყველა დეტალს მივცემთ ჟურნალისტებს - საერთაშორისო ჟურნალისტებს. მსოფლიომ სიმართლე უნდა იცოდეს და უნდა იაზრებდეს, რომ ერთადერთი, ვისაც მშვიდობა არ სურს - რუსეთია. სწორედ ამისთვის სჭირდება რუსეთს ესკალაციები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ტერორისთვის ახალი რაკეტების გამოსაცდელად სხვა ქვეყნების გამოყენება სწორედ საერთაშორისო დანაშაულს წარმოადგენს.

„რუსეთის მხრიდან ეს ისეთი სახელმწიფოების პოზიციის დაცინვაა, როგორიცაა ჩინეთი, გლობალური სამხრეთის სახელმწიფოები, ზოგიერთი ლიდერი, რომლებიც ყოველ ჯერზე შეკავებისკენ მოწოდებებით გამოდიან, და პასუხად მოსკოვისგან უცვლელად რაღაც ახალ ესკალაციას იღებენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია