გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს.

დოკუმენტი მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და მათთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მსჯავრდადებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მსჯავრდადებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. მსგავსი პროექტები მსჯავრდადებულთა დასაქმებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს. ასევე, მსჯავრდადებულები იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს, რაც დაწესებულების დატოვების შემდეგ მათი დასაქმების შესაძლებლობას ზრდის.

ექსპოზიციაზე გამოფენილი ნივთები საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

„მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ჩვენ რამდენიმე წელია მათთან ვთანამშრომლობთ, თუმცა მემორანდუმის ფარგლებში არაერთი საინტერესო და ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ პატიმართა რესოციალიზაციას და მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო გახდება“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მათივე ცნობით, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, არაერთი პროექტი განხორციელდა. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მსჯავრდადებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გასულ წელსაც მოეწყო მათ მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელ შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო