ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტი - ერთ ადამიანს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუ მე მომკლავენ, პრეზიდენტი მარკოსი, პირველი ლედი ლიზა არანეტა და სპიკერი მარტინ რომუალდესი მოკლას - ეს ხუმრობა არ არის

ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მას მოკლავენ დაქირავებული მკვლელი ქვეყნის პრეზიდენტს მოკლავს.

„ერთ ადამიანს ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ თუ მე მომკლავენ, პრეზიდენტი მარკოსი, პირველი ლედი ლიზა არანეტა და სპიკერი მარტინ რომუალდესი მოკლას. ეს ხუმრობა არ არის. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. ვუთხარი: არ გაჩერდე, სანამ ყველას არ მოკლავ და მან თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტმა, სარა დუტერტემ.

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის ოფისი გამოეხმაურა.

„პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი მუქარა ყოველთვის სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუქარა საჯაროდ არის გაცხადებული მკაფიო და კონკრეტული ტერმინებით“, - აღნიშნეს პრეზიდენტის ოფისში.

გასულ თვეში სარა დუტერტემ ფერდინანდ მარკოსი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ წარმოიდგენს, თუ როგორ ჰკვეთს პრეზიდენტს თავს.

„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის, რადგან გვმართავს ადამიანი, რომელმაც არ იცის როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი და რომელიც მატყუარაა“, - განაცხადა დუტერტემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება