სტივ კოენი - „ოცნება“ „კოშმარად“ იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან

იმედგაცრუებული ვიყავი. „ოცნება“ „კოშმარად“ იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან, - ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

საქართველოს არჩევნებში ჩარევის მიზნით რუსული სახელმძღვანელოს გამოყენებაზე საუბრობს ასევე დემოკრატი კონგრესმენი მაიკ ქუიგლი.

„მე მაშფოთებს კრემლის სახელმძღვანელოს გამოყენება საქართველოსა თუ აღმოსავლეთ ევროპის [სხვა] ქვეყნებში, არჩევნებში ჩარევა... ეს ყველაფერი გრძელდება, რაც კონგრესში ვარ და ველი, რომ ასეც გააგრძელებენ. ეს და სხვა ბინძური ხერხები ის მეთოდებია, როგორ პოლიტიკასაც აწარმოებენ. ქრთამი იქნება ეს, გამოძალვა, კორუფციის კულტურა თუ სხვა რამ, რასაც აღმოსავლეთ ევროპაში იყენებენ“, - განაცხადა ქუიგლიმ.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ევრაზიის მიმართულების დირექტორი სტივენ ნიქსი "ამერიკის ხმასთან" საუბარში კი აცხადებს, რომ ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ამერიკელ ლიდერებს დასავლურ გზაზე საქართველოს წარმატების ნახვა სურთ და სწორედ ამას დაუჭერენ მხარს.

„ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას. ეს იმ გრძნობების გამო, რაც ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ აქვს და სურს დაეხმაროს მას თავისი ევროპული მისწრაფებების და იმედების ასრულებაში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, [ვინაა ხელისუფლებაში] ჩვენ გვსურს განვაგრძოთ საქართველოზე ფოკუსირება და ქვეყნის დახმარება ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - ამბობს ნიქსი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო