The Associated Press - ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის კურამის რაიონში მოხდა.

პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბაგანსა და ბაჩა კოტში მაღაზიებს, სახლებსა და სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კურამში, შიიტ მუსლიმებს, რომლებიც ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, 42 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება