ნათია თურნავამ ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა CEEI-ის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო, რომელზეც ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრესი და გამოწვევები მიმოიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური სერვისების ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის დაჩქარება პრიორიტეტია.

მან ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე ევროპის ცენტრალურ ბანკთან ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან ფინანსურ სტაბილურობასა და მყარ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

„საქართველოში გასული წლის ეკონომიკური ზრდა 7.8% იყო. ჩვენი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა ამ წელს 8.5%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ინფლაციას, 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია წარმატებით შევაკავეთ და ახლა ქვეყანაში არის ინფლაცია, რომელიც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. 2024 წლის ოქტომბრისთვის საერთო ინფლაცია შეადგენს 0.3%-ს, ხოლო საბაზო ინფლაცია - 1.2%-ს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მათივე ინფორმაციით, პანელურ დისკუსიაზე ნათია თურნავასთან ერთად, მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბალტიისპირეთსა და სკანდინავიურ ქვეყნებში, ვიტას ვასილიაუსკასი იყო. პანელს მოდერატორობას ავსტრიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, რობერტ ჰოლცმანი უწევდა.

ავსტრიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართული ყოველწლიური კონფერენცია, წელს ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის თემას მიეძღვნა. CEEI-ის კონფერენციაზე ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება