თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ადგილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უკვე იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი "გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა ღამეს ათენებენ.ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, პოლიტიკოსები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.

„სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ იბრძვიან. ჩემთვის ეს უნივერსიტეტი მშობლიურია. ღირებულად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ თსუ ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უნდა იდგეს, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ყველა პოლიტიკური მოვლენის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ“, - განაცხადა კუპრაძემ.

ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეთა ნაწილი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს