„ძლიერი საქართველოს”ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

“ძლიერი საქართველოს”ლიდერები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ ხედვებზე, რომელიც კოალიციას აქვს.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას გააცნო ახალი ინიციატივა "ალტერნატიული, სახალხო პარლამენტის" შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა “ძლიერი საქართველოს” ინიციატივა - "ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შექმნის შესახებ პოზიტიურად შეაფასეს.

შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებზე და შესაძლებლობებზეც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, რათა ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც გაყალბებული და მიტაცებული არჩევნებით შექმნა “ქართულმა ოცნებამ”.

აუდიტორიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროდასავლური ოპოზიციის მეტ კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე, როგორ შიგნით ოპოზიციაში, ასევე სამოქალაქო ჯგუფების მიმართ“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს