ჯო ბაიდენი - 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა - უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას

91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, იძულებითი და წინასწარგანზრახული შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.

„ჩვენ იმ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ვიხსენებთ, რომლებიც ჰოლოდომორის დროს დაიღუპნენ. ასევე, ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოდომორს გადარჩენილებსა და მათ შთამომავლებს, რომლებმაც სტალინის მცდელობების მიუხედავად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა ააშენეს“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ამ დღეს უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და აწმყოში თქვენს გვერდით დგას. ამ დღეს, უკრაინის მიერ თავისუფლების დაცვის, სამართლიანობისკენ და ევროატლანტიკური მომავლისკენ მისი სწრაფვის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. უკრაინელი ხალხის სიძლიერე და სიმამაცე გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს