ელენე ხოშტარია - ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნების“  შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ! – „ოცნება“ იქნება სრულ იზოლაციაში

როგორც კი მოიპარეს არჩევნები ვთქვით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საერთო წინააღმდეგობის მოძრაობა, ამ მოძრობას აქვს განსხვავებული ეტაპები და ფორმები, თქვენ ნახეთ, რომ ქალაქის პარალიზება არის ერთი მიმართულება, რომელიც თსუ-თან პოლიციისთვის მოულოდნელად განვახორციელეთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ დაგეგმილი აქტივობები გაფრთხილებაა, რომ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება არ გაგრძელდება.

„ხვალ საღამოს, 21:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ და მოვემზადოთ 25 რიცხვისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სადაც და როგორც არ უნდა შეიკრიბონ, „ქართული ოცნება“ არის მარტო. დარჩებიან მარტო, იქ არცერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი არ იქნება, ისინი სრულ იზოლაციაში იქნებიან. ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მათი შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ!

ჩვენ ვართ ბევრად მეტნი, ამიტომ მნიშვნელოვანია მანქანებითა და ფეხით მსვლელობა, ღამე დარჩენა და 25 რიცხვში იმის თქმა, რომ საქართველო არის ეს და არა იქ შეკრებილი თვითმარქვია რაღაც პატარა ჯგუფი“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს