ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე - ვფიქრობ, ამ წინადადებებს იანვარში ვნახავთ

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვეტყვი, და სხვათა შორის, აფრიკული ქვეყნების, აზიისა და არაბული ქვეყნების ლიდერებს… მზად ვართ მათი შემოთავაზებები დავინახოთ. ასევე მსურს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებების ნახვა. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებს უკვე იანვრის თვეში ვნახავთ. და ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ „რუსული დეზინფორმაციის ხარისხი მოქმედებდეს ხალხზე, თითქოს მხოლოდ ჩვენი გეგმა გვაქვს და სხვა კონტინენტებიდან სხვა პარტნიორების მოსმენა არ გვსურს, ეს სიცრუეა“.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გლობალური სამხრეთი უკრაინისა და ომის დასრულების მხარეს მაშინ იქნება, როდესაც აშშ-ის უფრო ძლიერი პოზიცია ექნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამის გაკეთების [ომის დასრულების] ყველა შანსი გვაქვს. არის ამის შესაბამისი ნაბიჯები… გვესმის, რომ რუსეთი ყველა ამ ნაბიჯზე არ წავა. მაგრამ არის გაერო-ს ქარტია და ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს ქარტიას ეყრდნობა, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია