რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის 4 ოლქში 34 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მათ შორის 27 - კურსკში

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგო, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 4 - ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 2 უპილოტო საფრენი აპარატი - ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, ერთი კი -ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის, იგორ არტამონოვის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ნგრევა მომხდარა. ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, სპეციალისტები მუშაობენ.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ 27 დრონის გარდა, ოლქში ორი უკრაინული რაკეტაც ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს